გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნის – „პეტრე ოცხელის“ წარდგენა გაიმართა

ბერლინში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გამომცემლობა ciconia ciconia-ს მიერ გერმანულ ენაზე დასტამბული წიგნის „პეტრე ოცხელის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სპეციალურად ამ გამოცემისთვის ტექსტებზე მწერალმა კოტე ჯანდიერმა იმუშავა, წინასიტყვაობა კი გიორგი კალანდიას, ვლადიმირ ველმინსკის და ვადიმ ზახაროვს ეკუთვნით. წიგნში შესულია 100-ზე მეტი ილუსტრაცია და სხვადასხვა დოკუმენტური მასალა.
ღონისძიება ევროპული კულტურების მუზეუმში  გამომცემლობისა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსორგანიზებით ჩატარდა. პრეზენტაციას პეტრე ოცხელის შთამომავალი – სალომე ოცხელი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები