სამეცნიერო-პოპულარული ფილმის – „4 000“-ის საპრემიერო ჩვენება გაიმართება
18 ივნისს, 20:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში სამეცნიერო-პოპულარული ფილმის
„4 000“ საპრემიერო ჩვენება გაიმართება.
ფილმი, რომელიც აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს, ეძღვნება, ბერძნულ-ქართული ურთიერთობების ათასწლეულებზეა.
რეჟისორი: ნინო ყოლანდარია;
პროდიუსერი: მედეა აბულაშვილი;
ოფიციალური კონსულტანტი: რისმაგ გორდეზიანი.
მხარდამჭერები: საქართველოს საელჩო საბერძნეთში; ა(ა)იპ „ინტერკულტურული დიალოგები“.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპ., სააქტო დარბაზი.