„რუსთაველის თეატრის 20-30-იანი წლების შუქ-ჩრდილები“ – დისკუსია გაიმართება

18 ივნისს, 19:00 საათზე,  დისკუსია თემაზე – „რუსთაველის თეატრის 20-30-იანი წლების შუქ-ჩრდილები“ გაიმართება.
როგროც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრას გაუძღვება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გუბაზ მეგრელიძე, რომელმაც არქივში დაცული „ახმეტელის საქმე“ და რეალური გარემოებები შეისწავლა.
რუსთაველის თეატრის 20-30-იანი წლების მოვლენები დღემდე იწვევს საზოგადოებრივ ინტერესს და კამათსაც. 50 წლის მანძილზე არსებობდა მითი სანდრო ახმეტელის რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობიდან განთავისუფლებისა და მისი რეპრესირების შესახებ. რა მოხდა რეალურად და რას ან ვის შეეწირა სანდრო ახმეტელი?!
მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი „ქართული კულტურა და XX საუკუნე“ სხვადასხვა სფეროს მკვლევრების ჩართულობას ითვალისწინებს. პროექტის შედეგად უნდა შეიქმნას ეპოქისა და ხელოვანის ურთიერთკავშირის მრავალრაკურსიანი სურათი.
მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი – ქართული კულტურა და XX საუკუნე ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათს, 19:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიმართება სადისკუსიო თემით – „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“.
პროექტის მეორე, დასკვნით ნაწილი სამეცნიერო კონფერენციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები