ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი ბესიკ ხარანაულთან შეხვედრას უმასპინძლებს

21 ივნისს, 18:00 სათზე, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი პრემია „საგურამოს“ კიდევ ერთი ლაურეატის,  პოეტისა და მწერალის, ბესიკ ხარანაულის 80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ საგურამოს სახელმწიფო მუზეუმიდან აცნობეს, შეხვედრას ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმთან არსებული ახალგაზრდა ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის წევრები წარუძღვებიან, რომლებიც ბესიკ ხარანაულის ლექსებზე შექმნილ ლიტერატურულ ჩანახატს წარმოდგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები