თამარ ხულორდავა ვასაძის განცხადებაზე – ეს არის დანაშაულებრივი და უკიდურესად საშიში მოწოდება

იქნებ, ვიფიქროთ, რა ინტერესი დგას ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის უკან და ვინ სარგებლობს ამ მდგომარეობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე თამარ ხულორდავა სოციალურ ქსელში წერს.
„ეს არის დანაშაულებრივი და უკიდურესად საშიში მოწოდება! ასეთი აგრესიის პროპაგანდა ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია!
სამწუხაროა, რომ ამ თემით ორივე მხრიდან ხდება მანიპულირება და ამ ყველაფერს ეწირება ჩვენი უკეთესი მომავალი და განვითარება. იქნებ, ვიფიქროთ, რა ინტერესი დგას ამ ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის უკან და ვინ სარგებლობს ამ მდგომარეობით“, – წერს თამარ ხულორდავა.
მისი თქმით, სახელმწიფო არ დაუშვებს ძალადობას.
„პოლიციამ კარგად გაართვა თავი პარასკევს კონტრაქციის მონაწილეთაგან აქციის მონაწილეების დაცვას. სამწუხაროდ, თემა გრძელდება და პოლიციას მომავალ კვირაშიც მძიმე ფუნქციის შესრულება მოუწევს. ჩვენ ვაყენებთ მათ ამ ურთულესი ამოცანის წინაშე!
დარწმუნებული ვარ ამ განცხადებასაც აგრესიით შეხვდებიან, და მაინც გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ კანონს, არ დავუშვათ ძალადობა!“, – წერს თამარ ხულორდავა „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები