Art-გენი 2019-ის რეგიონული ტურნე ახმეტაში გაიხსნება

ფესტივალი Art-გენი 2019-ის რეგიონული ტურნე 16 ივნისს, ახმეტაში გაიხსნება. ახმეტიდან Art-გენი 22 ივნისს, ჯერ აჭარაში, ქედაში გადაინაცვლებს. რეგიონული ტურნე 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დაასრულდება.

თბილისის ტური, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 7-14 ივლისს გაიმართება.

ახმეტაში, წყაროებთან Art- გენის ფარგლებში მაყურებელს დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის გამოფენა და საინტერესო სივრცე დახვდება. მოეწყობა რეგიონული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, დასკვნით კონცერტს კი ჯგუფი „ჩვენებურები” და ლელა ნაყეური გამართავს.

ქედაში, სოფელ მახუნცეთში, ტრადიციული პროგრამის შემდეგ, დასკვნით კონცერტებს ჯგუფი Asea Sool და Reggaeon გამართავს. ხონში კი, Art-გენის რეგიონულ ტურნეს, ჯგუფი „ფრანი” დაასრულებს.

7 ივლისს თბილისის ტურს დათო ევგენიძე გახსნის. ევგენიძის კონცერტამდე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება „აკუსტიკის” კონცერტს დაესწროს.

8 ივლისს ფესტივალის პროგრამას Asea Sool და ბაკურ ბურდული გააგრძელებს, 9 ივლისს – REGGAEON, 10 ივლისს ჯგუფი „ჩვენებურები” და ლელა ნაყეური, 11 ივლისს – „ფრანი”. 12 ივლისს ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება, 13 ივლისს, ნიაზ დიასამიძე წარსდგება. Art-გენი 2019 14 ივლისს „სუხიშვილების” კონცერტით დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები