სახალხო დამცველი: პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია

საქართველოს სახალხო დამცველი გუშინ, 14 ივნისს ლგბტ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ინციდენტებსა და მოწოდებებს ეხმიანება.
სახალხო დამცველის თქმით, მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ასევე, აქციის მიმდინარეობის ადგილზე დაკვირვებით, კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან ჩადენილი არაერთი სამართალდარღვევა გამოიკვეთა, რაც საგამოძიებო ორგანოთა მხრიდან დამატებით დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. “კერძოდ, ადგილი ჰქონდა: ჟურნალისტებზე თავდასხმასა და მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას;
ძალადობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარას აქციის მონაწილეთა მიმართ და სახალხო დამცველის მოადგილეზე თავდასხმის მცდელობას და ძალადობის მუქარას.
​სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დაგმობას საჯარო განცხადებებით; მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია. ტოლერანტობა და განსხვავებულის პატივისცემა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ- სამართლებრივი წესრიგი, რასაც საფრთხეს უქმნის მსგავსი ჯგუფების გაძლიერება”,-ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები