სამ დღეში ორი თავდასხმა – ჰუსიტებმა საუდის არაბეთის აეროპორტზე იერიში მეორედ მიიტანეს

საუდის არაბეთში ამბოხებულმა ჰუსიტებმა უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე აეროპორტზე იერიში უკვე მეორედ მიიტანეს.
ჰუსიტების მიერ გაშვებული ხუთი სამხედრო დრონის სამიზნე, ამჯერადაც აბჰას საერთაშორისო აეროპორტი და მიმდებარე ქალაქი – ხამის მუშაიტი იყო.
საუდის არაბეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა დრონების ჩამოგდება იქამდე მოახერხეს, სანამ ისინი მიზანს მიაღწევდნენ, შესაბამისად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და აეროპორტიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
ამბოხებულმა ჰუსიტებმა იმავე ლოკაციაზე იერიში ორი დღის წინაც განახორციელეს, შედეგად 26 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები