ქუთაისის დიდმა კერამიკულმა პანო „კოლხეთმა“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო

ბერნანდ (ფრანც) ნებიერიძის მიერ 1985 წელს შექმნილმა დიდმა კერამიკულმა პანომ „კოლხეთმა“, რომელიც ქუთაისის ცენტრში, ფალიაშვილის ქუჩაზე, მწვანე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. ინფორმაციას ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი ავრცელებს.
მონუმენტური ხელოვნების ნიმუში დიდი კერამიკული პანო „კოლხეთი“ ცნობილია „ფრანციას პანოდ“,  რომელიც 1980-1985 წლებში შეიქმნა. ხელოვანის გარდაცვალების შემდეგ კი, ერთ-ერთი სახლის კედელზე განათავსეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები