მარიამ ყანდიაშვილის გამოფენა – „ფლორიოგრაფია“ გაიხსნება
18 ივნისს, 19:00 საათზე, გალერეა „ვერეში“ მარიამ ყანდიაშვილის გამოფენა „ფლორიოგრაფია“ გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე მხატვრის 40-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
ყვავილის ენას ფლორიოგრაფიას უწოდებენ და მას ფართოდ გამოიყენებდნენ კრიპტოლოგიური კომუნიკაციისთვის. თითო ყვავილი უნიკალური სიმბოლოს მატარებელი იყო.
„ფლორიოგრაფია“ მარიამ ყანდიაშვილის მე-5 პერსონალური გამოფენაა, რომელიც 21 ივნისამდე გასტანს.