სოფო კილაძე: საქართველოს პოლიტიკური კურსი არავის წინააღმდეგ არაა მიმართული

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გუშინ პრაღაში გამართულ აბაშიძე-კარასინის შეხვედრას გამოეხმაურა.
როგორც მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, საქართველოს პოლიტიკური კურსი ქართველი ხალხის არჩევანია და არავის წინააღმდეგ არაა მიმართული.
„ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ჩვენი მიზანია, გვქონდეს სიმშვიდე და სტაბილურობა რეგიონში, საქართველოს იყოს ქვეყანა, რომელიც არის ევროპული, ევროატლანტიკური და დიდი ოჯახის ღირსეული წევრი. საქართველოს პოლიტიკური კურსი ეს არის ჩვენი საზოგადოების, ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ასე აღიქვამენ“, – განაცხადა კილაძემ.
ცნობისათვის, გუშინ პრაღაში შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები