ათონის ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის ხატიდან შეწირული ძვირფასეულობა მოიპარეს

0

ათონის ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის ხატიდან შეწირული ძვირფასეულობა მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „რომფეა“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მონასტერში შესულმა ერთ-ერთმა ბერმა ღვთისმშობლის ხატზე ჩამტვრეული მინა შენიშნა და ვანდალური აქტის შესახებ მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნათანიელს აცნობა. ქურდობის ფაქტზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო პოლიციამ და ათონის მთის ადმინისტრაციამ.

გამოცემა წერს, რომ დამნაშავის დასაკავებლად ათონის მთაზე ფართომასშტაბიანი ოპერაცია მიმდინარეობს. ათონის მთის სამოქალაქო გუბერნატორმა, კონსტანტინოს დიმტსასმა ბერძნულ გამოცემა „ამნა“-ს უთხრა, რომ პოლიციამ მოპარული ნივთები აღმოაჩინა, თუმცა ჯერ შეუძლებელია იმის თქმა, არის თუ არა აღნიშნულ ადგილზე ყველა მოპარული ნივთი.

სამართალდამცველები ამ დროისთვის თითის ანაბეჭდებს იკვლევენ. დიმტსასმა ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ დამნაშავემ პანიკის გამო ყველა ნივთი დატოვა და გაიქცა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი