რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე მიმდინარე სასამართლოს გამოძიების შესახებ ლექცია ჩატარდება

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია” (RCT/EMPATHY) რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე მიმდინარე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიების შესახებ ლექცია-შეხვედრას აწყობს.

შეხვედრა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მეგობარ არასამთავრობოთა კოალიციასთან ერთად State Craft lab – ისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარდება.

შეხვედრა-ლექცია 14.00 სთ-ზე თბილისის ღია უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება.

შეხვედრაზე მთავარი სპიკერ-მომხსენებლები იქნებიან:

ბატონი კაუპო კანდ – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

ბატონი ბექა ძამაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროსასამართლოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ორგანიზატორები არიან არასამათავრობოთა კოალიციის წარმომადგენლები:

1. ცენტრი „ემპათია” – მარიამ ჯიშკარიანი

2. სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტი – გიორგი ლემონჯავა

3. State Craft Lab – ნინო ფრუიძე

4. საქართველოს ატლანტიკური საბჭო – გიორგი მუჩაიძე

შეხვედრას სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრებიან. გაიმართება დისკუსია რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები