არჩილ თალაკვაძე: სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ რეგულაციები საჭირო და აუცილებელია

„საზოგადოებისთვის მიუღებელია სიძულვილის ენის გამოყენება, განსაკუთრებით მედიით, მიუღებელია ქსენოფობია და ის აგრესიული შინაარსი, რომელიც შესაძლოა არასრულწლოვნებზე ძალიან დამაზიანებელ ზეგავლენას ახდენდეს”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კონკრეტული რეგულაციების მიღება.
მისივე თქმით, ეუთოს დასკვნაში ერთ-ერთი რეკომენდაცია არის სწორედ ის, რომ სიძულვილის ენა და ქსენოფობიის საკითხი საარჩევნო კანონმდებლობითაც დარეგულირდეს.
“ჩვენ მზად ვართ, დავუბრუნდეთ იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უკავშირდება სიძულვილის ენას, ქსენოფობიას და ამ სტანდარტის შექმნას მედიაში, ვინაიდან მედია არის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ბუნებრივია, როგორც არასრულწლოვნები, ისე ზოგადად საზოგადოება უნდა იყოს დაცული ამ ტიპის მედია შინაარსისგან, რაც არაერთი არჩევნების დროს ვნახეთ ოპოზიციის კლიპებსა და რეკლამებში”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ნურავის ექნება მცდელობა ეს თემა გამოხატვის თავისუფლებას დაუკავშიროს.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი დაცულია და მომავალშიც დაცული იქნება იქნება. არანაირად ჩვენს კონვენციურ უფლებებთან წინააღმდეგობაში არ მოვალთ, როდესაც სიძულვილის ენის და ქსენოფობიის წინააღმდეგ რეგულაციებს მივიღებთ. ეს არის საჭირო და ეს არის აუცილებელი”, -აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები