რატომ აღმართეს „კასტელო მარეს“ ეზოში რუსული დროშა – სასტუმროს ადმინისტრაციის განმარტება

ციხისძირში მდებარე სასტუმრო „კასტელო მარეს“ ადმინისტრაცია განმარტავს, რომ სასტუმროს ეზოში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის დაკიდება პოლიტიკური შინაარსის არ იყო და ეს წარმოადგენდა სტუმრის პატივისცემას.
როგორც ირკვევა სასტუმროში კონფერენცია იმართება, რომელსაც რუსეთის დიდი ჯგუფი ესწრებოდა და დროშაც მათ პატივსაცემადაც აღიმართა.
ამ დროისთვის დროშა უკვე ჩამოხსნილია.
“რუსეთის დროშასთან დაკავშირებით გვინდა გაცნობოთ,რომ ეს არ არის პოლიტიკური შინაარსის, ეს არის სტუმრის პატივისცემა მხოლოდ და მხოლოდ და სხვა არაფერი.
ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და არც ერთ შემთხვევაში არ ვიზიარებთ სხვა პოზიციას!!აქვე აღვნიშნავთ, რომ დროშა ჩამოხსნილია”, – აცხადებენ სასტუმროს ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები