მერკელი: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა პრაგმატულია

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის კურსი პრაგმატულია, – ამის შესახებ მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამის შეკითხვაზე კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, გერმანია და განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს დაუჭერს იმას, რომ აღნიშნული რეგიონების მოსახლეობისთვის ცხოვრება უფრო ადვილი გახდეს.
“სიმართლე გითხრათ, აფხაზეთისა და ოსეთის საკითხთან დაკავშირებით მირჩევნია ვენდო იმას, რაც მომიყვა ბატონმა პრემიერმა, რომ საქართველო ცდილობს, ამ საკითხის ნაბიჯ-ნაბიჯ ნორმალიზებას. ჩვენი გამოცდილებით, ეს არის რთული პროცესი. უნდა კარგად გავითვალისწინოთ, რა არის სამართლიანი – შეიძლება შენ გეჩვენებოდეს სამართლიანად და ეს ასე არ იყოს.
ძალიან მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული მხარეც, ადამიანების მიმართ დამოკიდებულება. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის კურსი ძალიან პრაგმატულია – მიდგომა რუსეთისადმი დაეხმარება ადამიანებს როგორც აფხაზეთში, ისე ოსეთში. ჩვენ დაწვრილებით ვილაპარაკეთ ამ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები