საქართველოს რკინიგზა „Black Eyed Peas“-ის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისიდან დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა“ 15; 16 და 17 ივნისს თბილისიდან-ბათუმის და ბათუმიდან-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლებს კიდევ ამატებს.
როგორც “კვირას” “საქართველოს რკინიგზიდან” აცნობეს, ამერიკული ჯგუფის „Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნულ რეისებზე ბილეთები სრულად იქნა შეძენილი. „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით, დაემატა სამგზავრო მატარებლები, რომლის ბილეთებიც ასევე მოკლე დროში გაიყიდა. მათივე ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზამ“ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და გაზრდილი მგზვრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, თბილისიდან სპეციალური რეისები დანიშნა, რომლებსაც გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.
მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:


“ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და Biletebi.ge მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
​ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
​საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!”,-ნათქვამია “საქართველოს რკინიგზის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები