ბავშვთა და მოზარდთა ქართულ-აფხაზური ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება

17 ივნისს, 14:00 საათზე,  დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში ბავშვთა და მოზარდთა ქართულ-აფხაზური ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობენ: აფხაზეთის ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, შემოქმედებითი კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები, რომლებიც ფართო საზოგადოების წინაშე წარმოაჩენენ ქართულ-აფხაზურსა ცეკვებსა და სიმღერებს.
ფესტივალში მონაწილეობენ:
თბილისის მერიის ხელოვნების №7 სკოლასთან არსებული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერიონი“, ქორეოგრაფი ბადრი უგრეხელიძე;
ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლი „დიდლომისა“, სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი დევი ადეიშვილი;
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია „ხალისი“, ქორეოგრაფები სერგო გეგეჭკორი და ელგუჯა ქირია;
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ანსამბლი „შარათინ 1,“ ქორეოგრაფი ოლია წურწუმია;
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ქართული ხალხური ცეკვის ჯგუფი „ალაშარა“, ქორეოგრაფი მაია მახარობლიძე და დავით ჭანტურია;
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ფოლკლორული ჯგუფი „აგუძერა“, ხელმძღვანელი ნათია ბედენაშვილი;
აფხაზეთის გოგონათა გუნდი „გუმბათი“, ხელმძღვანელები: სოფიო ქირია და სოსო კიკვაძე.
ფესტივალი აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით გაიმართება.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის No̲ 68.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები