ახალგაზრდა კომპოზიტორების კონცერტი გაიმართება
14 ივნისს, 19:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ახალგაზრდა კომპოზიტორების კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა – „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საკუთარ ნაწარმოებებს გააცნობენ.
პედაგოგისა და ასოცირებული პროფესორის – მაკა ვირსალაძის, პედაგოგ – ეკა ჭაბაშვილისა და გიორგი შავერდაშვილის კლასის მოსწავლეები წარმოადგენენ შემდეგ პროგრამას:
ანი პაიჭაძე – მე-6 კლასი. საფორტეპიანო პიესები: ,,შიშის მიღმა” და ,,ცეცხლის ალში”.
რეზი მარშანია – მე-6 კლასი. საფორტეპიანო პიესები: ,,წვიმა”, ,,ბარტოკის მიხედვით” და ,,პიესა”.
გიორგი მარიამიძე – მე-8 კლასი. ასრულებს საფორტეპიანო პიესას.
შმაგი სიხარულაშვილი – მე-8 კლასი. საფორტეპიანო სონატა, მე-2 ნაწილი.
გაგი სიხარულაშვილი – მე-9 კლასი. ციკლი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ასრულებენ: ვიოლინო – გაგი სიხარულაშვილი, ფორტეპიანო – შმაგი სიხარულაშვილი.
თამარ ქიზიყურაშვილი – მე-9 კლასი. ასრულებს საფორტეპიანო პიესას.
სანდრო წიქორიძე – მე-10 კლასი. საფორტეპიანო პიესები: ,,ლეშხი” და ,,ჯვარცმა”.
ბეტი ორბელაძე – მე-9 კლასი. ასრულებს საფორტეპიანო პიესას.
გიორგი ფცქიალაძე – მე-11 კლასი. ასრულებს საფორტეპიანო პიესას.
მისამართი: თბილისი, ბაქრაძის ქუჩა N 10.