SOLOMUN თბილისში პირველად დაუკრავს

21 ივნისს, SPACEHALL-ში მსმენელის წინაშე SOLOMUN, TADE და COSMIC LOVE ROTATION წარდგებიან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, SOLOMUN, რომელიც თამამ მუსიკალურ მოგზაურობებს და დენსფლორის გამოწვევას არასდროს ერიდება, თბილისში პირველად დაუკრავს. თავისი წარმატებული სტუდიური ნამუშევრებით, სახელგანთქმული ლეიბლებით და განსაკუთრებით კი მარათონული დიჯეი სეტებით, SOLOMUN ევროპული საკლუბო სცენის წამყვან ძალად იქცა – არტისტად, რომელიც ტრადიციულ მუსიკალურ ფორმებს თავის ინდივიდუალიზმს არგებს.
მისი კომპანიონი ქართველი პროდიუსერი და დიჯეი TADE იქნება, რომელიც 2012 წლის შემდეგ აქტიურად ჩნდება ქვეყნის ყველაზე წარმატებულ კლუბებსა და ფესტივალებზე. სხვადასხვა საინტერესო არტისტის მხარდამხარ დაკვრამ TADE ძალიან გამოცდილ და მრავალფეროვან არტისტად აქცია.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ბესო მახარობლიძის პროექტი COSMIC LOVE ROTATION.
ამ პროექტის ფარგლებში ქართველი არტისტი ჰაუს და დისკო ჟღერადობას ყოველთვის განსაკუთრებულ ელფერს სძენს, რაც მისი მუსიკალური გამოცდილების და არტისტული უნარების ნათელი ილუსტრაციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები