ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე მკვლელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამი პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ერთი მათგანი განზრახ მკვლელობისთვის არის დაკავებული, ორი კი ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისთვის.

ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი სავარაუდოდ ნაჯახით თავის არეში მიყენებული ჭრილობით დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები