გია ვოლსკი: აშშ საქართველოს გვერდით დგას და ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება

ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ორი ქვეყანა, რომლებიც ერთმანეთის პარტნიორები არიან და არა ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ეს არის კოლონიალისტური დამოკიდებულება,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მთავარი გზავნილი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მთავარი მესიჯი სრული თანხვედრაა ყველა საკითხთან – მედია თავისუფლებასთან, სასამართლო რეფორმასთან, დემოკრატიული პრინციპების განვითარებასთან და უამრავ სხვა საკითხთან მიმართებით, რაც დეკლარაციაშია ჩამოწერილი.

„ეს რომ ზეპირი ლაპარაკი ყოფილიყო, შეიძლება, კიდევ ვიდაოთ მე და ოპონენტებმა, მაგრამ ეს დეკლარაციაშია ჩამოწერილი, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, რომ აშშ საქართველოს გვერდით დგას და ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება. ჯერ ერთი, ესეც რომ არ ყოფილიყო, სულ ახლახან არ იყო კონგრესის მიერ მიღებული მხარდამჭერი განცხადება?!“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები