სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სუდანში კრახით დასრულდა

სუდანში ახალი სამხედრო გადატრიალების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ორგანიზატორები და მონაწილეების ნაწილი დაკავებულია.
ტელეკომპანია “ალ არაბიას” ცნობით, გარდამავალი სამხედრო საბჭოს წინააღმდეგ მიმართული აჯანყება  ქვეყანაში მალევე ჩაახშვეს.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის  68 ოფიცერია დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო გადატრიალება ქვეყანაში 11 აპრილს მოხდა, როდესაც პრეზიდენტი ომარ ალ ბაშირს ქვეყნის მართვის სადავეები ჩამოართვეს და ციხეში ჩასვეს. ხელისუფლება გარდამავალმა სამხედრო საბჭომ ჩაიბარა, თუმცა სახალხო პროტესტი ამ დრომდე არ ცხრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები