ქართველი ემიგრანტი კინორეჟისორის ნიკა ქურდაძის ფილმმა ლონდონის საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო დაიმსახურა
ლონდონის საერთაშორისო ევროაზიურ კინოფესტივალზე ქართველი ემიგრანტი კინორეჟისორის ნიკა ქურდაძის ფილმმა „კარს მიღმა“ გაიმარჯვა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნიკას მამა, ემიგრანტი ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე ავრცელებს.
ფილმს ჟიურის საპატიო ჯილდო ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლის“ შესრულებისთვის გადაეცა. მისი მფლობელი გახდა პატიმარი მხატვრის როლის შემსრულებელი, მსახიობი ზურა პირველი, რომელიც თავისუფლებაზე ოცნებობს.