პრაღის კვადრიენალეზე ქართველმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს
პრიზი „საუკეთესო სტუდენტური პავილიონისთვის“ პრაღის სცენოგრაფიისა და სივრცის კვადრიენალეზე საქართველოს სტუდენტურმა გამოფენამ მიიღო.
კვადრიენალეზე, სადაც 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, გამოირჩევა საქართველოს ეროვნული კუთხე და სტუდენტური პავილიონის გამოფენა – „მედეა/მედია“.
შოთა რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი ალექსი-მესხიშვილის სცენოგრაფიის სკოლის სტუდენტების პროექტი, რომელსაც კურატორობას უწევს ხელოვნების ისტორიკოსი ქეთი შავგულიძე, აერთიანებს ორ თემას – აფხაზეთის ოკუპაციას და მედეას.
ქართველ სტუდენტებთან ერთად ფინელი და ტაივანელი ხელოვანებიც დაჯილდოვდნენ.