მექსიკაში ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკაში, ტაბასკოს შტატში გაზეთ Tabasco Hoy-ის ჟურნალისტი – ნორმა სარაბია მოკლეს. მოტივი და ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Milenio ავრცელებს.
პოლიციის წინასწარი ცნობით, მკვლელობაში ორი მამაკაცი მონაწილეობდა. ცხელ კვალზე მათი დაკავება ვერ მოხერხდა, თუმცა დაწყებულია გამოძიება.
ცნობისთვის, 2000 წლიდან დღემდე მექსიკაში 145 ჟურნალისტზე მეტია მოკლული. ორგანიზაციის – “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” მონაცემებით კი ლათინურ ამერიკაში გასულ წელს 9 ჟურნალისტი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები