“ლეიბორისტურმა პარტიამ ” და “არასაპარლამენტო ოპოზიციამ” ერთმანეთის სასარგებლოდ რაიონებში კანდიდატები მოხსნეს
“ლეიბორისტურმა პარტიამ” და “არასაპარლამენტო ოპოზიციამ” ერთმანეთის სასარგებლოდ რაიონებში კანდიდატები მოხსნეს. თუმცა, “ლეიბორისტების” მერობის კანდიდატ ასმათ ტყაბლაძის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, კახა კუკავას ვიცე-მერად დანიშნავს, კუკავას გამარჯვების შემთხვევაში კი, ვიცე-მერი ასმათ ტყაბლაძე იქნება. კახა კუკავას თქმით, გადაწყვეტილება თბილისს არ ეხება.
“რეალურმა ოპოზიციამ ჩვენი ძალების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ, უახლოეს დღეებში კონკრეტული საარჩევნო ოლქების მიხედვით, ერთიანი კანდიდატების შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ. საუბარია მაჟორიტარი დეპუტატობის გამგებლობის კანდიდატებზე. ამ თემაზე ჩვენი სამუშაო ჯგუფი დღეიდან შეუდგება მუშაობას“, -განაცხადა კახა კუკავამ.