თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია იერუსალიმის მუსიკისა და ცეკვის აკადემიის წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლებს

12 ივნისს, 20 საათზე,  ერთობლივი პროექტის „PERFORMERS FROM OLDEST NATIONS“ ფარგლებში, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას  სტუმრად ეწვევა იერუსალიმის მუსიკისა და ცეკვის აკადემიის  წარმომადგენლობითი დელეგაცია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში  საქველმოქმედო კონცერტი და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ღონისძიებას  იერუსალიმის მუსიკისა და ცეკვის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი მიხაელ კლინგოფერი დაესწრება, რომელიც ხელს მოაწერს ორი უმაღლესს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ისრაელის აკადემიის ხუთი სტუდენტი. გამოფენაზე კი წარმოდგენილი იქნება ყოფილი ონკოპაციენტი მხატვრების: გვანცა აფხაიძის, ირმა სვანიძის, თეონა აბზიანიძის, სოფია მაჩალაძის ნამუშევრები.
შემოსული თანხა სრულად მოხმარდება EUROPA DONNA GEORGIA-ს ბენეფიციარს, ვატო მაღრაძეს.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს საელჩო ისრაელში; პროექტის პარტნიორია – „Steinway & Sons Georgia”; პროექტის სპონსორია ქართული ავიაკომპანია „Myway Airlines”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები