საქართველოს 2015 წლის გაზაფხულამდე ანგელა მერკელი ეწვევა
საქართველოს 2015 წლის გაზაფხულამდე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. ფედერალური რესპუბლიკის კანცლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევას დღეს დათანხმდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურთან საუბრისას ანგელა მერკელმა ასევე გამოთქვა სურვილი, უახლოეს მომავალში გაიმართოს საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ფორუმი, რაც ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.