ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით 21-ე შეხვედრაზე საქართველოში სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა შეხვედრის მონაწილეებს სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიების გაერთიანების პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრის მოადგილემ ENPARD-ის მე-2 და მე-3 ფაზის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება. ევროკავშირის წარმომადგენელმა, კრისტინა კასელამ სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოები წარმატებულად შეაფასა და ENPARD-ის მე-4 ფაზის დაწყების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
შეხვედრას ENPARD-ის კონსორციუმის წევრები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები