კვლევის შედეგების თანახმად – „თბილისში საინვესტიციოდ პრიორიტეტულია სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის სექტორები“

თბილისის მერიის დაკვეთით, კომპანია „დელოიტ საქართველომ“ თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორულ საკითხზე კვლევა ჩატარდა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” კვლევის შედეგების პრეზენტაცია წარადგინა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კვლევა თბილისის მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას, საინვესტიციოდ პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებასა და ანალიზს მოიცავს.
კვლევის მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭა სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ფარმაცევტულ და კრეატიულ სექტორებს. იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით, მომზადდა დეტალური რეკომენდაციები ინვესტორებისა და თბილისის მერიის სამომავლო თანამშრომლობისთვის, რაც სექტორში ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებსა და მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდამჭერ ღონისძიებებს მოიცავს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, „დელოიტ საქართველომ“ იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით შეისწავლა წარმატებული მაგალითები რამდენიმე ევროპული ქალაქის მიხედვით და თბილისის მერიას წარუდგინა რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული სექტორების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვისა და განვითარების მიმართულებით, მათ შორის – მუნიციპალური პროგრამებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები