ოდესის ფსიქიატრიულში გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში, ოდესის ფსიქიატრიულში ცეცხლის გაჩენის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა – ერთი მედდა და 5 პაციენტი.
ინფორმაციას ხანძრისა და დაღუპულების შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
4 ადამიანის ცხედარი შემთხვევის ადგილზე იპოვეს, 6 მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორი მათგანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის გაჩენის დროს ფსიქიატრიულში, დაახლოებით, 57 ადამიანი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები