„ცისნათელი ფერად მინებში“ და „26 ამბავი კონსტანტინე გამსახურდიაზე“ – ორი წიგნის წარდგენა გაიმართება

11 ივნისს, 19 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 317-ე აუდიტორიაში ორი წიგნის წარდგენა გაიმართება. „არტანუჯის“ ინფორმაციით, ეს წიგნებია – „ცისნათელი ფერად მინებში“ და „26 ამბავი კონსტანტინე გამსახურდიაზე“.

„ცისნათელი ფერად მინებში“ 
კონსტანტინე ზ. გამსახურდია აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი, ესეისტი და მთარგმნელია. ავტორია არაერთი წიგნისა თუ წერილისა ქართულ და გერმანულ ენებზე. გერმანულენოვანი პოეტების კრებულის გარდა ქართულ ენაზე თარგმნა რამდენიმე უცხოელი ავტორი, მათ შორის რუდოლფ შტაინერი, ჰერმან ჰესე (გერმანული ენიდან), გუსტავ რუ (ფრანგულიდან), ბრიტანელი პრერაფაელიტი პოეტები (ინგლისურიდან).
ამ წიგნში შესული ტექსტების მნიშვნელოვანი ნაწილი კონსტანტინე გამსახურდია უმცროსმა თარგმნა შვეიცარიაში ცხოვრების დროს. ესაა მთარგმნელის მიერ საქართველოში გერმანული კულტურის კვლევის ერთგვარი ოჯახური ტრადიციის გაგრძელება, მისი ენობრივ-კულტურული და პოეტური სივრცის გაღრმავება და გაფართოება ქართულ ენაში.

„26 ამბავი კონსტანტინე გამსახურდიაზე“

 კონსტანტინე გამსახურდიამ, როგორც ქართული პროზის უმნიშვნელოვანესმა წარმომადგენელმა, ბევრი რამ იტვირთა მეოცე საუკუნის სალიტერატურო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არც საბჭოთა ხელისუფალთა კრიტიკა დაჰკლებია და არც დევნა-გადასახლება. ერთ-ერთი გახლდათ, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა მრისხანე ეპოქას.
ამ წიგნში შესული ამბები მოგვითხრობს დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრების პერიპეტიებზე ადრეული სიჭაბუკიდან სიცოცხლის უკანასკნელი დღის ჩათვლით.
თქვენ წინაშეა ოჯახის წევრების, ბიოგრაფოსების, მეგობრების, თანამოკალმეების და ოპონენტების თვალით დანახული 126 წლის კონსტანტინე გამსახურდია.
წიგნი შეადგინა გიორგი ხულორდავამ.

დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი, N 1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები