ვლადიმერ ზელენსკიმ თანამდებობიდან 13 გუბერნატორი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტის – ვლადიმირ ზელენსკის მოთხოვნით, უკრაინის მთავრობამ 13 გუბერნატორს დაკავებული თანამდებობა დაატოვებინა. ამის შესახებ განცხადებას ზელენსკის პრესსპიკერი – იულია მენდელი “ტვიტერში” აქვეყნებს.
მენდელის თქმით, პრეზიდენტმა ყველა გუბერნატორის მოხსნა მოითხოვა, თუმცა მინისტრთა კაბინეტმა მხოლოდ 13-ის გათავისუფლება დაამტკიცა. ზელენსკის პრესსპიკერი კი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში თანამდებობას ყველა გუბერნატორი დატოვებს.
“ჩვენთან ახალი სპეციალისტების ძიების პროცესი გრძელდება, რომლებიც შეძლებენ შესაბამისი ოლქების ხელმძღვანელობას. შერჩევის კრიტერიუმებიც ყველასთვის ცნობილია: წესიერება, პროფესიონალიზმი, კორუფციული კავშირების არქონა. ამასთან, სასურველია, რომ ასეთ ადამიანებს ჰქონდეთ იდეები ადგილობრივი გუნდის შესახებ. ჩვენ ამ საქმეში რამდენიმე საერთაშორისო HR კომპანია გვეხმარება”, – წერს იულია მენდელი “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები