ტრამპის მუქარა სი ძინპინს – თუ G20-ზე არ შემხვდება, ჩინური ექსპორტის ფასი კვლავ გაიზრდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს დაემუქრა, რომ თუ ის იაპონიაში “დიდი ოცეულის” სამიტზე ამერიკის ლიდერს არ შეხვდება, მაშინ ჩინური ექსპორტის ფასი 300 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. აღნიშნულ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს წინაპირობა იმისა,   სი ძინპინმა თავი აარიდოს ტრამპთან შეხვედრას 28-29 ივნისს დაგეგმილ სამიტზე ოსაკაში, არ არსებობს, აშშ-ის ლიდერი ამას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ თუ ისინი ერთმანეთს არ შეხვდებიან – კარგია, თუ შეხვდებიან ესეც კარგია.
“ვფიქრობ, რომ მოვა და ერთმანეთს შევხვდებით. ძალიან გამიკვირდება თუ არ მოვა. ჩემი მოლოდინია, რომ შევხვდებით, თუ ეს არ მოხდა – კარგია, თუ მოხდა ესეც კარგია. მაგრამ თუ ის არ შემხვდება, ჩინური ექსპორტის ფასი 300 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება”, – ამბობს ტრამპი CNBC-სთან სატელეფონო ინტერვიუში.
ჩინეთსა და ამერიკას შორის სავაჭრო გარიგებებზე მოლაპარაკებები მაისში ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრისას  მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ორივე მხარემ ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყო. ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთს ექსპორტის ფასი 25%-ით, 200 მილიარდ დოლარამდე გაუზარდა, ამ უკანასკნელმა კი, საპასუხოდ, 60 მილიარდი დოლარით გაზარდა ამერიკული ექსპორტის ფასი და აშშ “ეკონომიკურ ტერორიზმში” დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები