ლევან სურგულაძე სტუდენტების საუკეთესო ნაშრომებს გამოავლენს და მათ სერტიფიკატებს გადასცემს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში სტუდენტური კონფერენცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება.
მათივე ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს დირექტორს, ლევან სურგულაძეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები საპენსიო რეფორმაზე მოხსენებებს წარუდგენენ.
საპენსიო სააგენტოს დირექტორი საუკეთესო ნაშრომების ავტორებს გამოავლენს და მათ სერტიფიკატებს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები