Black Eyed Peas-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებლები დაინიშნება

Black Eyed Peas-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 14, 15, 16 და 17 ივნისს  თბილისიდან დამატებითი მატარებლები დაინიშნება.
ინფორმაციას Black Sea Arena ავრცელებს, რომელიც საქართველოს რკინიგზასთან თანამშრომლობით აქვეყნებს განრიგს.
14 ივნისს თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან მატარებელი გავა 8:50 საათზე, Black Sea Arena-ს ბაქანზე კი ჩავა 13:20 საათზე;
15, 16, 17 ივნისს თბილისიდან მატარებელი გავა 10:30 საათზე, Black Sea Arena-ს ბაქანზე ჩავა 14:45 საათზე;
17 ივნისს  მატარებელი გაჩერდება Black Sea Arena -ს ბაქანზე და თბილისის მიმართულებით 01:25 საათზე წამოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები