ტაო-კლარჯეთი – ანგარიშების წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართება

17 ივნისს, 19:00 საათზე,   კავკასიის უნივერსიტეტში  ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების საკვლევი ექსპედიციების ანგარიშების წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ინტენსიური საკვლევი ექსპედიციები ტარდება კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის მიერ 2012 წლიდან.
კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებას წარედგინება 2012-2013 წლებში ისტორიულ სამცხეში, 2016 და 2017 წლებში ისტორიულ ტაოში და 2018 წელს ისტორიულ სპერში განხორციელებული კვლევები. ანგარიშებში მნიშვნელოვანია ამ პერიოდში გამოვლენილი ათობით უცნობი ქართული კულტურის ძეგლი.
კვლევების ნაწილი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. აქვე გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ექსპედიციებისას მიკვლეული ძეგლები და ქართული წარწერები. ღონისძიება განკუთვნილია საზოგადოების ფართო წრისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები