„თი-ბი-სი“ თანამშრომლებისთვის ინოვაციურ პროექტს სტარტაპ-დეკრეტს იწყებს

„თი-ბი-სი“ თანამშრომლებისთვის უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტის – სტარტაპ-დეკრეტის განხორციელებას იწყებს. პროექტის ფარგლებში, „თი-ბი-სის“ თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი ბიზნესიდეის რეალობად ქცევას. ამისათვის, „თი-ბი-სი“ მათ 6 თვიან დეკრეტულ შვებულებას სრულად აუნაზღაურებს და შესაძლებლობას მისცემს, სტარტაპიდეა განავითარონ და რეალურ ბიზნესად აქციონ. გარდა ამისა, „თი-ბი-სელები“ ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა სტარტაპერში და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკურებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.

სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, „თი-ბი-სელები“ საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს გამოავლენს. ბიზნესიდეა უნდა იყოს ინოვაციური, ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებული, გარდა სტანდარტული ვაჭრობისა. უპირატესობა მიენიჭება ტექნოლოგიურ იდეებს.

„სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და ინოვაციური პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს. „თი-ბი-სის“ მისიაა ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და ეს პროექტიც გარკვეულწილად ამის გამოძახილია. გვინდა, „თი-ბი-სელებს“ შესაძლებლობა ჰქოდეთ, განავითარონ საკუთარი იდეები და რეალურ ბიზნესებად აქციონ ისინი. ამ ინიციატივით ქვეყანაში სტარტაპების განვითარებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯს ვდგამთ და ვაფიქსირებთ, რომ „თი-ბი-სი“ საუკეთესო დამსაქმებელი ორგანიზაციაა. პროექტი სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად”, – განაცხადა „თი-ბი-სი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

სტარტაპ-დეკრეტის პირველ გამარჯვებულებს „თი-ბი-სი“ სექტემბერში გამოავლენს.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები