თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს   თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტროენერგია შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:
„ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ბენდელიანის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, პეტრე გრუზინსკის, ჯავის, მოლოკოვის, ზედაზენის, იმერეთისა და ანაპის 414 დივიზიის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ამილახვარისა და კარტოზიას ქუჩების მცხოვრებელებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, გამრეკელისა და ცაგარელის ქუჩების მცხოვრებელებს.
ისნის რაიონში, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შოთა ნადირაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. სამგორის რაიონში, 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაინის, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), ბზითაგორის, თრიალეთის, ხომლელისა და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების IV, V კვარტლებისა და გოკიელის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელისა და მიხეილ იოსელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები