საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დანიასთან ანგარიშით 5:1 დამარცხდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დანიას ესტუმრა და ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურის შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო.

დანია 5:1 საქართველო

გოლები: 1:0 დოლბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიქსენი (31. პენალტი), 1:0 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრეითვეითი (90+3)

მასპინძელთა უპირატესობაზე სტატისტიკაც მეტყველებს – მათ 601 პასი გააკეთეს, საიდან ზუსტი იყო 90 %. საქართველოს შესაბამისი მაჩვენებლები 274 და 78 პროცენტია. დანიელებმა კარში და კარის მიმართულებით 19-ჯერ დაარტყეს, „ჯვაროსნებმა“ – ოთხჯერ. ბურთის ფლობაშიც უპირატესობა დანიელებს ჰქონდათ – 55% ჩვენების 45%-ის წინააღმდეგ.

ჯაბა კანკავამ მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო და დანიასთან მეორე შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც 8 სექტემბერში თბილისში გაიმართება.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები