აზერბაიჯანულმა თეატრმა ,,ერა” ბოლნისში სპექტაკლი ,,ამ გზის ბოლო გაჩერება” გამართა

ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე ახალგაზრდულმა აზერბაიჯანულმა თეატრმა ,,ერა” ქართულენოვანი სპექტაკლი ,,ამ გზის ბოლო გაჩერება” გამართა.

როგორც ,,კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეა, დასმა მაყურებლებს შემეცნებითი სპექტაკლი შესთავაზა. საათნახევრიანი წარმოდგენა აქტუალურ თემას, ნარკომანიასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები