ხელოვნების სასახლე ომარ დურმიშიძის ნახატების გამოფენას მასპინძლობს

10 ივნისიდან – 20 ივნისამდე ხელოვნების სასახლეში მე-20 საუკუნის გამოჩენილი მხატვრის, ომარ დურმიშიძის ცნობილი ნახატების გამოფენა გაიმართება.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე  წარმოდგენილია მხატვრის 70-მდე ნამუშევარი.
მისი ნახატები ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, რასაც ადასტურებს საზღვარგარეთ გამართული არაერთი სამხატვრო გამოფენა. 1974-2009 წლებში მოეწყო მხატვრის პერსონალური გამოფენები თბილისში, აგრეთვე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მოსკოვში, იტალიაში;
მიღებული აქვს მონაწილეობა ქართული სახვითი ხელოვნებისადმი მიძღვნილ რეტროსპექტულ გამოფენაში; ძირითადი ნამუშერვრები: “ბესიკის ქუჩა”, “სოლოლაკი”, “კლდიაშვილის ქუჩა”, “ჩვენი ეზო”, “ნატურმორტი იებით”, “თევზები”, “მსხლები” და სხვა. ასევე, ცნობილია მისი გრაფიკული ნამუშევრები: “დაბადება”, “ბებია შვილიშვილთან ერთად”, “ცხენი” და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები