ჟურნალ „ფილმ პრინტის“ ახალი ნომრის წარდგენა გაიმართება

13 ივნისს, 18:00 საათზე, ბარში „პოლიტიკა“  ეროვნული კინოცენტრი ჟურნალ „ფილმ პრინტის“ ოცდამეორე ნომრის წარდგენას  გამართავს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „ფილმ პრინტის“ ახალი ნომერი 2018 წლის მნიშვნელოვან კინომოვლენებს აჯამებს. ჟურნალში მიმოხილულია წლის განმავლობაში ჩატარებული საერთაშორისო კინოფესტივალები და გამოქვეყნებულია რეცენზიები ახალ ქართულ ფილმებზე.
„ფილმ პრინტის“ ახალ ნომერში ასევე წაიკითხავთ საინტერესო ინტერვიუებს – თემურ ბაბლუანთან, გიორგი შველიძესთან, გუგა კოტეტიშვილთან, დიტო ცინცაძესთან, ნინო ჟვანიასთან, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილთან, მამუკა ტყეშელაშვილთან, ვილანდ შპეკთან, ლუკა ჩიქოვანთან და ა.შ.
„ფილმ პრინტის“ ახალი ნომრის რედაქტორია კინომცოდნე ლელა ოჩიაური.
ჟურნალის მიზანია ქართული კინოკულტურის პოპულარიზაცია, თანამედროვე კინოპროცესების გაცნობა ფართო აუდიტორიისათვის და კინოსექტორში მოღვაწე ადამიანების ინფორმირება მათი კოლეგების მიღწეევებისა და პროფესიული გეგმების შესახებ.
„ფილმ პრინტს“ ეროვნული კინოცენტრი 2011 წლიდან გამოსცემს. ჟურნალი უფასოდ ვრცელდება ლიტერატურულ კაფეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.

მის: აღმაშენებლის გამზირი #164.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები