ახმეტელის თეატრის სპექტაკლი – „ბრუტუსი ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულია
თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი გასტროლზე იმყოფებოდა. დასმა სპექტაკლი „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ რუმინეთში, ორ ფესტივალზე წარადგინა:
5 ივნისს, ორადეას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე;
6 ივნისს, ბაია მარეს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ატელიე“.
ორადეას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლმა გამარჯვება მოიპოვა შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო სპექტაკლი „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“;
საუკეთესო რეჟისურა (ირაკლი გოგია);
საუკეთესო სცენოგრაფია (მარიკა კვაჭაძე).
სპექტაკლის „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ მსოფლიო პრემიერა 2018 წლის 14 ივნისს ახმეტელის თეატრში შედგა. ავტორი – ცნობილი თურქი დრამატურგი, მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატი თუნჯერ ჯუჯენოღლუა, რეჟისორი – ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ირაკლი გოგია.