ბათუმის დრამატული თეატრი სპექტაკლ „კუნძულის“ პრემიერას უმასპინძლებს

 14-15 ივნისს, 20 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ალექსანდრე ლორთქიფანიძის სპექტაკლს –  „კუნძულს“ უმასპინძლებს.
ერთმოქმედებიანი კომიქსის  რეჟისორია – იოსებ ბაკურაძე; მხატვარი – ბიძინა სიდიანი; მუსიკალური გაფორმება – სანდრო ნიკოლაძე; რეჟისორის თანაშემწე – ნატო ღლონტი.

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
წითელი – მარინა ბურდული, მერი – ანო ზურაშვილი,
შავი – ლევან თედორაძე, ალექსი – ლაშა კონცელიძე,
პეტა – ნინო კვიტაიშვილი, თეთრი – ზურაბ ქავთარაძე, ბრიუ – დიანა ჩახუნაშვილი, მწვანე – დავით ჯაყელი.

როგორც „კვირას“ ბათუმის თეატრიდან აცნობეს, ალექსანდრე ლორთქიფანიძის „კუნძული“ მეტაფორული ფორმით მოგვითხრობს ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკაზე, სასტიკ სამყაროზე, ადამიანებმა რომ შექმნეს და თვითგანადგურების ნიშნით რომაა აღბეჭდილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები