„აღმოაჩინე უცნობი ევროპა: საქართველო – სიცოცხლის ქვეყანა“ – ურუგვაიში გამოფენა გაიხსნა

საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცერემონიების დარბაზში გაიხსნა გამოფენა – „აღმოაჩინე უცნობი ევროპა: საქართველო – სიცოცხლის ქვეყანა“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბადრი ვადაჭკორიასა და გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული საქართველოს ამსახველი ფოტოები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს – ურუგვაიში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესში) ირაკლი ყურაშვილმა და ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ელჩმა რიკარდო ვარელამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ურუგვაის აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების და ურუგვაიში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სტუმრებს შორის იყო
ურუგვაის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, სენატორი მონიკა ქსავიერი.
გამოფენის დათვალიერება მსურველებს 14 ივნისამდე შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები