ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში “ერთიანი ოსეთი” ლიდერობს

ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც, ამ დროის მონაცემებით, პარტია “ერთიანი ოსეთი” ლიდერობს.
ადგილობრივი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბელა პლიევის თქმით, 15 ოლქის მონაცემების მიხედვით, “ერთიანი ოსეთი” 3279 ხმით იმარჯვებს.
“ერთიან ოსეთს“ 3279 ხმა აქვს, მეორე ადგილზეა „სახალხო პარტია“ – 1790 ხმა, პარტია „ნიხასი“ – 1171, „ხალხის ერთობა“ – 1080, კომუნისტური პარტია – 572, „ფიდიბასტა“ („სამშობლო“) – 275, „ერთობა“ – 261. ყველას წინააღმდეგ – 96 ამომრჩეველი”, – თქვა ბელა პლიევმა ბრიფინგზე.
​წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 65,24%-მა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები