სვანეთში, მდინარეში დაკარგული ბიჭების ცხედრები, დოლრაში გადავარდნილ მანქანაში იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად ბეჩოში, ავტოსაგზაო შემთხვევისას წყალში გადავარდნილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იმ მანქანაში იპოვეს, რომელშიც ისინი ისხდნენ.
„სამუშაოებს ადიდებული მდინარე და ხეობის რთული რელიეფი ართულებდა.ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები როგორც მესტიიდან, ასევე ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან. სამაშველო ოპერაციაში დაუყონებლივ ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს“,- აცხადებენ საგანგებო სამასახურში.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი 23 და 24 წლის მულახელი ახალგაზრდები, ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი არიან. ისინი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც, მანქანა ბეჩოს ხიდიდან, ადიდებულ მდინარე დოლრაში გადავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები