დიდ დიღომში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

დიდ დიღომში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრა, სავარაუდოდ, დანით განხორციელდა.
დაჭრილი პირებიდან ერთი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი, მეორე კი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა გუშინ მოხდა.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები